ახალი ამბები

უკრაინამ ლუგანსკის დეოკუპაცია დაიწყო — გაიდაი

5 ოქტომბერი, 2022 • 1052
უკრაინამ ლუგანსკის დეოკუპაცია დაიწყო — გაიდაი

ლუგანსკის  სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დასახლება უკვე გათავისუფლებულია. გაიდაის არ დაუკონკრეტებია, რომელი დასახლებები დაიბრუნეს უკრაინელებმა.

მოგვიანებით, „ტელეგრამ“ არხების საშუალებით გავრცელდა უკრაინელი სამხედროების ფოტო სოფელ გრეკივკას შესასვლელში. ასევე, ინფორმაცია ქალაქ მაკიივკას გათავისუფლების შესახებ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მაკიივკა არის დონეცკის ოლქის ქალაქი, მეტალურგიული და ქვანახშირის მოპოვების ცენტრი, ხოლო გრეკივკა არის სოფელი უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში.

უკრაინა კონტრშეტევაზეა გადასულია დონეცკის და ხერსონის მიმართულებებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი