ახალი ამბები

რუსეთში დეზერტირობაზე პირველი საქმე აღიძრა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

5 ოქტომბერი, 2022 • 541
რუსეთში დეზერტირობაზე პირველი საქმე აღიძრა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ

რუსეთში მობილიზაციისთვის თავის არიდების გამო პირველი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გამოძიება დაიწყო პენზის რეგიონში მცხოვრები 32 წლის კაცის წინააღმდეგ, რომელმაც გაწვევის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

უფლებადაცვითი ორგანიზაცია „აგორას“ განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხედრო მობილიზაციისთვის თავის არიდების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პაველ ჩიკოვის თქმით, კაცი სპეცრაზმმა დააკავა და უკვე ორი დღეა დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

„მედუზა“ წერს, რომ დაკავებულის ადვოკატმა პროკურატურაში გამოძიების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადება უკვე შეიტანა:

გამოცემის ცნობით, რუსეთის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლი ვრცელდება რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სავალდებულო სამხედრო გაწვევას აარიდებენ თავს. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „მუხლი ვრცელდება მამრობითი სქესის მოქალაქეებზე, რომლებიც არიან 18 წელს მიღწეული და არ ირიცხებიან რეზერვში“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლით პატიმრობას.

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა. მას შემდეგ, სხვადასხვა წყაროების ცნობით, ქვეყანა 600 ათასიდან 1 მილიონამდე ადამიანმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი