ახალი ამბები

სამოქალაქო საზოგადოებაზე ზოგიერთი თავდასხმა განსაკუთრებით გასაკვირი იყო — დეგნანი

5 ოქტომბერი, 2022 • 607
სამოქალაქო საზოგადოებაზე ზოგიერთი თავდასხმა განსაკუთრებით გასაკვირი იყო — დეგნანი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, მისთვის გასაკვირი იყო  სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი სწორედ არასამთავრობო სექტორიდან მოდის.

ამის შესახებ მან დღეს, 5 ოქტომბერს, პარლამენტის თავმდჯომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქცია არა მთავრობისთვის მუშაობა, არამედ საზოგადოების ინტერესების დაცვაა და საქართველოს გაუმართლა, რომ არაერთი ძალიან პროფესიონალი და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ქვეყანაში.

„სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა განსაკუთრებით გასაკვირი იყო, რადგან ხელისუფლებაში მოსვლამდე პარლამენტის ბევრი წევრი სამოქალაქო საზოგადოებაში მუშაობდა და იცის,  რომ ჯანსაღ დემოკრატიაში სამოქალაქო საზოგადოებას კრიტიკულ როლი აქვს.

ზოგჯერ  არასასიამოვნოა სამოქალაქო საზოგადოების შეფასების მოსმენა, მაგრამ ეს მათი როლია –  მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. ზოგჯერ ეს შეფასება არასასიამოვნოა, მაგრამ ისინი არ არიან იმისთვის, რომ მთავრობისთვის და კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისთვის იმუშაონ. ისინი მუშაობენ საზოგადოებისთვის, მოქალაქეების უფლებებისთვის და იმისთვის, რომ მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი