ახალი ამბები

ილიას უნივერსიტეტთან აქცია დაიწყო

7 მაისი, 2010 • • 1078
ილიას უნივერსიტეტთან  აქცია დაიწყო

ილიაუნისთან 10-მდე სტუდენტს, რომლებსაც ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერით –”არა თავისუფლების შეზღუდვას”, მშკ-სა და სმმ-ს წევრები დაუპირისპირდნენ. ინციდენტი პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

დღეს, 12 საათიდან, მშკ–ს და სმმ–ს აქტივისტები ილიას უნივერსიტეტთან დგანან. გუშინ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები  და მოქალაქეები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის მომხრეები არიან, აცხადებდნენ, რომ დღეს, პირველ საათზე, გამართავდნენ აქციას.   თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ, ”ღია კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით” აქციაზე არავინ მივიდა.

მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ იქ გამოჩნდა 10-მდე სტუდენტი ტრანსპარანტებით ხელში. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მათგან ინტერვიუს აღება სცადეს, მშკ- ს და სმმ-ს წევრები მათთან მივარდნენ. იქვე მობილიზებულმა პოლიციამ სიტუაცია განმუხტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი