ახალი ამბები

მადრიდის რეალის მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო

2 ოქტომბერი, 2022 • 1742
მადრიდის რეალის მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო

მადრიდის რეალის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. ანჩელოტიმ იტალიურ RAI სპორტთან ნაპოლის შესახებ ისაუბრა და სწორედ ამ დროს გამოარჩია კვარაცხელია.

“ნაპოლიმ რამდენიმე ძალიან კარგი ახალი ფეხბურთელი დაიმატა, ჰაერი გააჯანსაღა. დღეს ძნელია თქმა, რას მიაღწევს ბოლოს ნაპოლი, რადგან ტრანსფერებმა გუნდი რთულად პროგნოზირებადი გახადა.

გამიკვრიდა თუ არა კვარაცხელიას ამბავი? მათ [გაუკვირდათ] ვინც მის შესახებ არაფერი იცოდნენ, ჩვენ მის თამაშს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვაკვირდებოდით, როდესაც მე ნეაპოლში ვმუშაობდი. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – განაცხადა ანჩელოტიმ.

21 წლის კვარაცხელიამ, რომელიც ნაპოლიში ბათუმის დინამოდან გადავიდა, იტალიაში 8 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ასევე პენალტი მოიპოვა მილანთან. კვარცხელია აგვისტოში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ანჩელოტი ნაპოლის მწვრთნელად 2018 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრამდე მუშაობდა. ის ამჟამად მადრიდის რეალს წვრთნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი