ახალი ამბები

არეულობა ინდონეზიაში მატჩის შემდეგ – დაიღუპა სულ მცირე 129 ადამიანი

2 ოქტომბერი, 2022 • 1161
არეულობა ინდონეზიაში მატჩის შემდეგ – დაიღუპა სულ მცირე 129 ადამიანი

სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავდა ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი ძალადობრივი მოვლენების შედეგად. ამის შესახებ ცნობებს CNN ინდონეზია ავრცელებს.

შაბათს ქალაქ მანაგში საფეხბურთო კლუბ არემასა და პერსებაია სურაბაიას შორის შედგა საფეხბურთო შეხვედრა, რომელშიც სტუმრებმა გაიმარჯვეს 2-3.  ამის შემდეგ, პოლიციის ცნობით, დამარცხებული გუნდის გაბრაზებული მხარდამჭერები სტადიონზე შეიჭრნენ და პოლიციელებს დუპირისპირდნენ.

დაღუპულებს შორის 2 პოლიციელია.

პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საპოლიციო საშუალებები.

მომხდარის შემდეგ ინდონეზიაში გაძლიერებულია კრიტიკა პოლიციის ქმედებების მიმართ. ადგილობრივი პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი