ახალი ამბები

ყირიმში აფეთქების ხმა ისმოდა, ბელბეკის აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა

1 ოქტომბერი, 2022 • 999
ყირიმში აფეთქების ხმა ისმოდა, ბელბეკის აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა

ოკუპირებულ სევასტოპოლში, ბელბეკის აეროდრომზე აფეთქების ხმა ისმოდა.

„ტელეგრამის“ არხების საშაულებით გავრცელდა ვიდეო და დაიწერა, რომ ცეცხლი გაუჩნდა სამხედრო თვითფრინავს.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის მიხეილ რაზვოჟაევის ცნობით, ბელბეკის აეროდრომზე თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადმოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

„დაფრენისას თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, მოხდა საბრძოლო მასალის ნაწილობრივი აფეთქება. პილოტმა ევაკუაცია მოახერხა. ხანძარი სწრაფად ჩაქრა, აეროდრომი არ დაზიანებულა“, — განაცხადა სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი