ახალი ამბებირეკლამა

გაორმაგებული ვადები ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მეგობარ მაღაზიებში ტოპ|ქარდით გადახდისას

30 სექტემბერი, 2022 •
გაორმაგებული ვადები ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მეგობარ მაღაზიებში ტოპ|ქარდით გადახდისას

1 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, რე|ბანკის პარტნიორ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებში ტოპ|ქარდით გადახდისას იმოქმედებს გაორმაგებული რეკომენდებული ვადები. 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში გადახდილი თანხა თანაბრად გაიყოფა 6 თვეზე, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად.

აქციაში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: მანგო, ზარა, ოიშო, ბერშკა, ფულ & ბეარი, ფექთორი, მავი, ეტამი, ადიდასი, ლი, ვრანგლერი,ოვს, ტერანოვა, პენტი, მატალანი, ასევე, ელ სი ვაიკიკი. აქცია ვრცელდება პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ფასდაკლებულ კოლექციეაზეც.

აქციაში მონაწილე მაღაზიების სრული ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი ყოველდღიური შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

რე|ბანკს უკვე 2,500-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით გადახდისას თანხის გადანაწილება რანდენიმე თვეზეა შესაძლებელი. რე|ბანკის პარტნიორების და საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებგვერდზე https://rbnk.ge/3URB9yX ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:

  • თბილისი, პეკინის გამზირი #19
  • თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ
  • ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55
  • ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

მასალების გადაბეჭდვის წესი