ახალი ამბები

ღარიბაშვილი: 2023-ში ახალგაზრდებისთვის მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ

30 სექტემბერი, 2022 • 884
ღარიბაშვილი: 2023-ში ახალგაზრდებისთვის მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას ვგეგმავთ

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2023 წლის მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, უცხოელი მომღერლების ჩამოყვანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კონცერტები გაიმართება თბლისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე“:

„ასევე გეტყვით, რომ კულტურის ნაწილში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ახალგაზრდებისთვის ვგეგმავთ მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანას. იგეგმება მაისის ბოლოდან, ივნისი, ივლისი, აგვისტო, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა, თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექ სი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზეც ვმუშაობთ და ამის თაობაზე მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს:

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ.  10 ახალი საკურორტო ქალაქის და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ვმუშაობთ ამჟამად, მაგრამ ამის თაობაზე მინდა, რომ მოგვიანებით ვუთხრა საზოგადოებას და მივაწოდო ინფორმაცია“,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი