ახალი ამბები

„პოლიციელების, ჯარისკაცების და სუს-ის თანამშრომლების ხელფასები 20%-ით გაიზრდება“ – ღარიბაშვილი

30 სექტემბერი, 2022 • 710
„პოლიციელების, ჯარისკაცების და სუს-ის თანამშრომლების ხელფასები 20%-ით გაიზრდება“ – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წელს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება, ჯამში, 490 მილიონი ლარით გაიზრდება.

შედეგად, ღარიბაშვილის განცხადებით, 20 პროცენტით გაიზრდება ამ უწყებებში დასაქმებულთა ხელფასები:

„2023 წელს თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით გაიზრდება.

შედეგად, 20%-ით გაიზრდება პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პროექტები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი