ახალი ამბები

პუტინმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „დამოუკიდებლობა აღიარა“

30 სექტემბერი, 2022 • 674
პუტინმა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „დამოუკიდებლობა აღიარა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების“ შესახებ. ორივე დოკუმენტი შესაბამის პორტალზე 29 სექტემბერს, გვიან ღამით აიტვირთა და გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

როგორც „მედუზა“ წერს, უკრაინაში ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში 23-27 სექტემბერს ე.წ. რეფერენდუმი გაიმართა, რომლის „შედეგების“ მიხედვით, რუსეთისთვის რეგიონების მიერთებას ზაპოროჟიეს რეგიონში 93%-მა დაუჭირა მხარი, ხერსონში კი, 87%-მა. ამავე საკითხზე ფსევდორეფერენდუმები გაიმართა ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რესპუბლიკებშიც.

როგორც „მედუზა“ წერს, 30 სექტმებრის საღამოს კრემლში დაგეგმილია ცერემონია, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული რეგიონების რუსეთისთვის მიერთების ბრძანებას მოაწერს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი