სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ ინფორმაციით, ორგანიზაციის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა კვლავ დააფიქსირა ჯიქი/ლეოპარდი საქართველოში.
„თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტო-ხაფანგის მიერ აგვისტოში გადაღებული ჯიქის ფოტო შემოდგომის საველე გასვლისას აღმოაჩინეს ჯგუფის წევრებმა. საქართველოში ჯიქის კვლევა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თუშეთში ჯიქის განმეორებითი გადაღება იმედს გვაძლევს, რომ მხოლოდ ერთჯერად შემოსვლასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ლეოპარდი საქართველოში ბრუნდება“, — აცხადებს „ნაკრესი“.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის აგვისტოში ჯიქი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟებული ერთ-ერთმა ფოტო-ხაფანგმა გადაიღო.
ნაკრესმა საქართველოში ჯიქის კვლევის პროგრამა 2020 წლიდან განაახლა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.