ახალი ამბები

ირინა ვერეშჩუკი საქართველოს და სხვებს მოუწოდებს, რუსეთიდან მიმავალი ყირიმელი თათრები საზღვარზე გაატარონ

30 სექტემბერი, 2022 • 579
ირინა ვერეშჩუკი საქართველოს და სხვებს მოუწოდებს, რუსეთიდან მიმავალი ყირიმელი თათრები საზღვარზე გაატარონ

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყირიმელ თათრებსა და სხვა ადგილობრივ ყირიმელ ხალხებს რუსეთის ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცენ.

ვერეშჩუკის განცხადებით, რუსეთი მასობრივად ცდილობს ყირიმელი თათრების მობილიზებასა და ომში გაწვევას, რაც ამ ხალხების მიმართ გენოციდად შეიძლება შეფასდეს.

უკრაინელი ლიდერის ცნობით, ყირიმის მოსახლეობა ამ ფონზე მასობრივად გარბის საზღვარგარეთ, პირველ რიგში კი, უკრაინის მეგობარ ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ.

“რეინტეგრაციის სამინისტრო იღებს ცნობებს, რომ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს საზღვრებზე მესაზღვრეები ყირიმის ძირძველ მოსახლეობას საზღვრის კვეთაზე უარს ეუბნებიან, რაც ნიშნავს მათ დაბრუნებას უკან ყირიმში ან რუსეთში”, – აცხადებს ვერეშჩუკი და მეგობარ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ყირიმელ თათრები და სხვა ადგილობრივი ძირძველი მოსახლეობა მათ ქვეყნებში შეუშვან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი