ახალი ამბები

აშშ უკრაინას კიდევ 18 „ჰაიმარსს“ გადასცემს

29 სექტემბერი, 2022 •
აშშ უკრაინას კიდევ 18 „ჰაიმარსს“ გადასცემს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 28 სექტემბერს, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში, უკრაინისთვის დაახლოებით 1,1 მილიარდი დოლარის დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა.

USAI-ის პაკეტის ფარგლებში დამატებითი სამხედრო შეიარაღება უკრაინას მიეწოდება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს:

  • 18 მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას (HIMARS) და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალას;
  • 150 დაჯავშნილი მაღალი მობილურობის მრავალფუნქციურ ბორბლიან მანქანას (HMMWV);
  • 150 ტაქტიკურ მანქანას იარაღის ასაზიდად;
  • მძიმე ტექნიკის გადასაყვან 40 სატვირთო მანქანას და 80 მისაბმელს;
  • ორი რადარს უპილოტო საჰაერო სისტემებისთვის;
  • 20 მრავალფუნქციურ რადარს;
  • უპილოტო საჰაერო სისტემებს;
  • ტაქტიკურ უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს, სათვალთვალო სისტემებსა და ოპტიკას;
  • ფეთქებადი საბრძოლო მასალის განადგურების მოწყობილობას;
  • ჯავშნებსა და სხვა საველე აღჭურვილობას;
  • ტრენიგების დაფინანსებას.

საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 16,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაიღო უკრაინის უსაფრთხოებისთვის 2021 წლის იანვრიდან, მათ შორის 16,2 მილიარდ დოლარზე მეტი მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი