ახალი ამბები

სააკაშვილი ბათუმში

6 მაისი, 2010 • 1366
სააკაშვილი ბათუმში

 პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ბათუმში შოთა რუსთაველის ბიუსტი გახსნა. გახსნის ცერემონიალზე სააკაშვილმა ”ვეფხისტყაოსნიდან” რამდენიმე სტრიქონი წარმოთქვა.

თედო ჯორბენაძის ფოტო
თედო ჯორბენაძის ფოტო

 სააკაშვილი აჭარაში კლინიკის გახსნასაც დაესწრო. სამედიცინო ცენტრმა ”მედინა”  ხელვაჩაურში მრავალპროფილური კლინიკური დაწესებულება გახსნა, სადაც პაციენტებს რამდენიმე ძირითადი განყოფილება– სამეანო-გინეკოლოგიური, კარდიოლოგია-კარდიოქირურგიული და ზოგადქირურგიული განყოფილება მოემსახურება. ცენტრის მესვეურების განცხადებით, კლინიკა ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურითაა აღჭურვილი, დამონტაჟებულია ბოლო მოდელის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი, ციფრული რენტგენის აპარატი და სხვა.

სტაციონარი თავდაპირველად 150 ავადმყოფს მოემსახურება, რამდენიმე თვეში კი, კლინიკას ახალი კორპუსი დაემატება და შესაძლებელი გახდება 300-მდე ავადმყოფის მიღება.

 

სულხან სალაძის ფოტო
სულხან სალაძის ფოტო

ამავე თემაზე:

6 მაისი ბათუმში

მასალების გადაბეჭდვის წესი