ახალი ამბები

აქცია სააკაძის მოედანზე – კამერა ჩართულია

6 მაისი, 2010 • 1313
აქცია სააკაძის მოედანზე – კამერა ჩართულია

 თბილისში, სააკაძის მოედანზე, სადაც ოპოზიციამ დილით, 10 საათზე, დაწყებული აქცია გააგრძელა, დამონტაჟებული კამერა უკვე ჩართულია და ინტერნეტის მომხმარებლებს პირდაპირ რეჟიმში შეუძლიათ თვალყურის დევნება.

თბილისში დამონტაჟებული ოთხი კამერა დღეს გამორთული იყო, რამაც თბილისის ფორუმის მომხმარებლებში ეჭვები გააჩინა.

ინტერნეტ-გვერდი, http://www.livegeorgia.ge, რომელიც საქართველოს ქალაქების მნიშვნელოვან ობიექტებზე დამონტაჟებული  ვიდეოკამერების საშუალებით  ცოცხალ რეჟიმში გადასცემს კადრებს,  თბილისის მაშტაბით  16 ობიექტს ფარავს. დღეს  თექვსმეტიდან ოთხი ობიექტი (სააკაძისისა და ვარდების მოედანი, თამარაშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი) მიუწვდომელი იყო.

 ამის მიზეზად ინტერნეტ-გვერდის თანამშრომელმა  დავით მელაძემ ტექნიკური გაუმართაობა დაასახელება და ამბობს, რომ ქსელი მთელი დღეა გადატვირთულია და რადგანაც საიტი არაკომერციულია,  მის შემოწმებას ყოველ წუთს ვერ ახერხებენ.

ინტერნეტ-ფორუმების მომხმარებელთა შორის დასახელებული ობიექტების პირდაპირი ვიდეო-პროექციის გამორთვამ ეჭვები გააჩინა. მათი აზრით, ვიდეო-გადამცემები გამიზნულად გამოირთო, თუმცა მას შემდეგ, რაც ნეტგაზეთი საიტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, კამერები ჩაირთო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი