ახალი ამბები

გარდაიცვალა ძალოსნობაში საქართველოდან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი

26 სექტემბერი, 2022 • 1661
გარდაიცვალა ძალოსნობაში საქართველოდან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი

93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოდან ძალოსნობაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი.

ჩიმიშკიანი იყო მსოფლიოს თორმეტგზის რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

რაფაელ ჩიმიშკიანმა ოლიმპიური ოქრო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

ნეტგაზეთმა რაფაელ ჩიმიშკიანთან ვიდეოინტერვიუ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა, სადაც თავის სპორტულ მიღწევებზე საუბრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი