ახალი ამბები

მელია: 2020 წელს სიის შედგენის პროცესი ახლოს არ იყო საკმარის გამჭვირვალობასთან

24 სექტემბერი, 2022 • 815
მელია: 2020 წელს სიის შედგენის პროცესი ახლოს არ იყო საკმარის გამჭვირვალობასთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 2020 წელს პარტიის მიერ წარდგენილი საპარლამენტო სიის შედგენის პროცესი ახლოსაც არ იყო საკმარის გამჭვირვალობასა და დემოკრატიის ხარისხთან.

ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით პარტიაში რეფორმების გატარების აუცილებლობას ხედავს. მელია მანამდე გაკეტებულ განცხადებასაც განამრტავს და ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნებში საერთო ოპოზიციურ წარმოამდგენლობას საკმარიის მანდატები რომ აეღო კოალიციური მთავრობის შესაქმენელად, თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ მცირე უპირატესობით, დარწმუნები არაა, რომ ოპოზიცია ამ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებდა:

„2020 წელს საერთო ოპოზიციური წარმოამდგენლობის მიღებული მანდატები, აქ არ იგულისხმება მხოლოდ „ნაციონალური მოძროაბა“, საკამრისი რომ ყოფილიყო კოალიციური მთავრობის შესაქმნელად და სხვაობა ყოფილიყო რამდენიმე მანდატში არ ვარ დარწმიუნებული, რომ ეს ერთობა მოახერხებდა კოალიციის ჩამოყალიბებას. ამ რისკის წინაშე რომ არ დავდგეთ მომავალში ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი ამოცანაა საპარლამენტო სია შედგეს მაქსიმალურად მდგრადი“ – ამბობს ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველთან“.

მელია აღნიშნავს, რომ 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ პარტიამ 2 საპარლამენტო არჩევნები გამოიარა და ყველა ჯერზე ისე მოხდა, სხვადასხვა მიზეზით ენმ-ის სახელით პარლამენტში შესულმა დეპუტაციამ მცირე ხანში პარტიის რიგები დატოვა:

„2016 წელს ექვსნი დავრჩით. 2020 წელს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლობას რომ შევხედე, ის პარტიებიც დატოვეს. არ უნდა მივცეთ შესა“ლებლობა არავის, რომ ვიყოთ მოწყვლად მდგომარეობაში. შევდივართ პარლამენტში და შემდეგ 20-30 პროცენტი იკარგება. სიის შედგენის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიის ხარისხით და პარტიის აქტიურმა ამომრჩეველმა იცოდეს მომავალში კრიტერიუმი რისი დაკმაყოფილების შემთხვევაში ამს შეუძლია მოიაზროს საპარლამენტო სიაში. 2020 წელს ახლოსაც არ იყო სიის შედგენის პროცესი საკმარის გამჭვირვალობასა და დემოკრატიის ხარისხთან. ეს რომ აღარ განმეორდეს ამ დონეზე არის რეფორმები გასატარებელი“ – ამბობს ნიკა მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი