ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ პროტესტს „მტკიცედ“ უნდა გაუმკლავდნენ

24 სექტემბერი, 2022 • 1268
ირანის პრეზიდენტი ამბობს, რომ პროტესტს „მტკიცედ“ უნდა გაუმკლავდნენ

ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება საპროტესტო ტალღას „მტკიცედ“ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ებრიჰაიმ რაისი ასე ეხმაურება ირანში მიმდინარე აქციებს, რომელიც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას მოჰყვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ დემონსტრაციების დროს, რომელიც უკვე კვირაზე დიდი ხანია რაც გრძელდება, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, აქციები ქვეყნის 31 რეგიონში იმართება:

„ირანი მტკიცედ უნდა მათ, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს უპირისპირდება“ – თქვა ირანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „აუცილებელია პროტესტი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისგან გაიმიჯნოს“, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კი „აჯანყებას“ უწოდებს.

ირანში დემონსტრაციები გასულ კვირას, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით. ქალის მშობლიურ პროვინციაში დაწყებული პროტესტი მალე სხვა ქალაქებსაც მოედო.

პროტესტის მონაწილე ქალები იხდიან თავსაბურავებს საჯარო სივრცეში. პროტესტის ეს ფორმა ირანში მიმდინარე დემონსტრაციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები მოხდილ თავსაბურავებს წვავენ.

ვრცლად წაიკითხეთ: ირანში პროტესტი არ წყდება: აქციებისა და შეტაკებების კიდევ ერთი ღამე

მასალების გადაბეჭდვის წესი