ახალი ამბები

რუსეთში ორ დღეში 6 სამხედრო კომისარიატს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

23 სექტემბერი, 2022 • 952
რუსეთში ორ დღეში 6 სამხედრო კომისარიატს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

23 სექტემბერს რუსეთში სულ მცირე ორი სამხედრო კომისარიატის დაწვა სცადეს.

ხაბაროვსკში სამხედრო კომისარიატის შენობის ფანჯარას „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს. ოფისს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი ამ მოჰყოლია.

ასევე, „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისს ამურის რეგიონის ქალაქ სვობოდნიში. შენობის ფასადი დაზიანდა.

ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინის ხელისუფლება იტყობინება, რომ დაუდგენელმა პირებმა ოქტიაბრსკაიას ქუჩაზე ადმინისტრაციის შენობაში „ცეცხლგამჩენი ნივთი“ ჩააგდეს. „შედეგად, შენობას მცირე დაზიანება მიადგა“, – აცხადებენ ოფიციალური პირები.

ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინის ხელისუფლება იტყობინება, რომ დაუდგენელმა პირებმა ოქტიაბრსკაიას ქუჩაზე ადმინისტრაციის შენობაში „ცეცხლგამჩენი საგანი“ შეაგდეს, შედეგად, შენობა მცირედ დაზიანდა.

ერთი დღით ადრე, ასევე, დაფიქსირდა სამხედრო კომისარიატში ხანძრის 4 შემთხვევა: სანკტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, ორენბურგის ოლქში და ტრანს-ბაიკალის მხარეში. ტოლიატიში კი მოლოტოვის კოქტეილი ადმინისტრაციის შენობას ესროლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი