ახალი ამბები

ბინის ქირა შარშანდელთან შედარებით 79%-ით გაიზარდა – TBC Capital

23 სექტემბერი, 2022 • 763
ბინის ქირა შარშანდელთან შედარებით 79%-ით გაიზარდა – TBC Capital

კვლევითი ორგანიზაცია TBC Capital-ის ცნობით, 2022 წლის აგვისტოში თბილისში გასაქირავებელი ბინის ფასი 79%-ით მეტი იყო, ვიდრე 2021 წლის აგვისტოში, 2022 წლის ივლისთან შედარებით კი 8%-ით გაიზარდა. გაზრდილია გაყიდვების რაოდენობაც და ფასიც.

TBC Capital-ის თანახმადვე, წლიური 79.2%-იანი ზრდის შედეგად, ერთი კვადრატული მეტრის ქირაობა 8.9$ ღირს.

ეს ნიშნავს, რომ აგვისტოში 40 კვ.მ ფართობის ბინის ქირაობა თბილისის მასშტაბით საშუალოდ ყოველთვიურად 356 დოლარი ჯდებოდა.

აგვისტოში გაიყიდა 737 ახალაშენებული ბინა, რაც 18%-ით მეტი იყო გასული წლის იმავე პერიოდზე. ხოლო 2022 წლის ივლისთან შედარებით ეს იყო 39.6%-იანი ზრდა.

ამასთან, ბინის [ყიდვის] ფასებიც მომატებულია – წლიურად 32.1%-ით, თვიურად კი – 19%-ით.

ახალაშენებულ ბინებში ერთი კვადრატული მეტრის ფასმა 1221 აშშ დოლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი