ახალი ამბები

არესტოვიჩი მედვედჩუკზე: მოგვიყვა ყველაფერი, ჩამოართვეს ყველაფერი… დედარუსეთში ტრუსებით გაუშვეს

23 სექტემბერი, 2022 •
არესტოვიჩი მედვედჩუკზე: მოგვიყვა ყველაფერი, ჩამოართვეს ყველაფერი… დედარუსეთში ტრუსებით გაუშვეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, პრორუსი პოლიტიკოსი და ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც კიევმა აზოვსტალის მცველებში გაცვალა, უკრანისთვის არავითარ ღირებულებას აღარ წარმოადგენდა, რადგან ჩვენებაში “მოყვა ყველაფერი, რაც შეეძლო”.

“ჩვენ მისგან ყველაფერი გამოვწურეთ, მოგვიყვა ყველაფერი… მისი წყალობით აგენტურული ქსელების ისეთი რაოდენობაა გამოვლენილი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ”, – განაცხადა არესტოვიჩმა მარკ ფეიგინის იუთუბ არხზე.

მისი თქმით, ყველაფერი დოკუმენტირებულია.

“მეორე, მას [უკრაინაში] ჩამოართვეს ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ, და ტრუსებით გაუშვეს მშობლიურ რუსეთში, სადაც, ეჭვი მაქვს, ასევე დაუსვამენ კითხვებს, ვინ და რა ჩაუშვა”, – აცხადებს არესტოვიჩი.

რუსეთის ტყვეობიდან 215 ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა შორის არიან „აზოვსტალის“ მცველები, უკრაინის მხარეს მებრძოლი ათი უცხოელი, ასევე პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი და 5 მეთაური — დენის პროკოპენკო, სერგეი ვოლინსკი „ვოლინა“, სვიატოსლავ პალამარი, დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო.

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, 200 ტყვის სანაცვლოდ რუსეთს გადასცეს პუტინის ახლობელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ქვეყნიდან გაპარვის მცდელობის დროს დააკავეს. რუსეთს ასევე გადასცეს 55 ტყვე.

ამავე თემაზე

მედვედჩუკი — ვინ არის და რატომ დააკავეს პუტინის ნათლიმამა

მასალების გადაბეჭდვის წესი