ახალი ამბები

ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც მედიის კლასიფიკაციას ახდენს – სამნიძე წულუკიანს

22 სექტემბერი, 2022 • 641
ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც მედიის კლასიფიკაციას ახდენს – სამნიძე წულუკიანს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ჰკითხა, როდემდე აპირებს, რომ მედიის კლასიფიკაცია გააგრძელოს და უწყების ამა თუ იმ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მედიებთან შერჩევითად გაავრცელოს.

ამის შესახებ სამნიძემ დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენისას იკითხა.

„მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, რომელიც მედიის კლასიფიკაციას ახდენს. მედიის ნაწილს თქვენი მოსაზრების შესაბამისად არ აძლევთ ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, რომელსაც თქვენი უწყება აორგანიზებს. ამას რამდენ ხანს აპირებთ, რა არის ამის საფუძველი და რამდენად სწორად მიგაჩნიათ?

თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მყოფი მინისტრი ხართ ამ ხელისუფლების პირობებში და რა მაგალითს აძლევთ თქვენი ხელისუფლების სხვა წევრებს, რომლებიც არ ჩამოგივარდებიან ამ აგრესიით სხვადასხვა ტელევიზიების და მედიასაშუალებების მიმართ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება, ღიად  რომ არ დაუშვათ და არ აცნობოთ ინფორმაცია სხვადასხვა ტელევიზიას, რამდენად სწორად მიგაჩნიათ? რამდენ ხანს აპირებთ, რომ ასე გააგრძელოთ?“- ჰკითხა სამნიძემ წულუკიანს.

სამნიძის პასუხად თეა წულუკიანმა განცხადა, რომ თავად წყვეტს, რომელ მედიას დაელაპარაკოს და აქვს ამბიცია, რომ მისი სამინისტრო არაერთ ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას სოციალური ქსელით.

წულუკიანის თქმით, თავად წყვეტს, რომელ მედიას უპასუხოს

მასალების გადაბეჭდვის წესი