ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის და ომის კრიტიკის გამო დაკავებულმა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო

22 სექტემბერი, 2022 • 1408
ალიევის და ომის კრიტიკის გამო დაკავებულმა აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო

აზერბაიჯანში ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფმა აქტივისტმა და ახალგაზრდული მოძრაობა “დემოკრატია -1918” -ის ხელმძღვანელმა აჰმედ მამადლიმ შიმშილობა გამოაცხადა მის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნის გამო.

მამადლი 20 სექტემბერს ბაქოში 30 დღე-ღამით დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, თუმცა, უფლებადამცველებისა და მისი ოჯახის წევრების ცნობით, დაკითხვის დროს განუცხადეს, რომ მისი დაკავებაუკავშირდება  სოციალურ ქსელებში მის პაციფისტურ განცხადებებს და აზერბაიჯანის ხელისუფლების, კონკრეტულად კი, პრეზიდენტ ალიევის კრიტიკას.

აქტივისტის მამის ინფორმაციით, ტელეფონით ესაუბრა შვილს, რომელმაც აუწყა, რომ პროტესტის ნიშნად ციხეში შიმშილობას იწყებს.

13-15 სექტემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს, ჯამში, ორივე მხრიდან დაახლოებით 210 მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკებების დროს, სომხური მხარის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორია. აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს უწოდებს საზღვარზე მომხდარ პროვოკაციაზე საპასუხო ნაბიჯებს.

რამდენმე დღის წინ ათეულობით აქტივისტმა, მკვლევარმა და სხვა პროფესიის მოქალაქემ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ერთობლივი მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოხატავენ “სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის უკანასკნელი თავდასხმის გამო” და მშვიდობას მოითხოვენ.

“მოვითხოვთ მშვიდობას” – აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მანიფესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი