ახალი ამბები

54-ივე სპორტულ ფედერაციაში ეფექტიანობის აუდიტი იწყება — წულუკიანი

22 სექტემბერი, 2022 • 518
54-ივე სპორტულ ფედერაციაში ეფექტიანობის აუდიტი იწყება — წულუკიანი

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ 54-ივე სპორტულ ფედერაციაში ეფექტიანობის აუდიტი იწყება.

„ეს არ არის ის, რომ რომელიმე ფედერაციასთან გვაქვს რამე განსაკუთრებული ეჭვები ან კითხვის ნიშნები. შეიძლება, ხანდახან ასეც არის, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში არ იყო მთავარი მიზეზი. ჩვენ გვინდა, სახელმწიფომ პირველად და ერთხელ მაინც ვნახოთ — როდესაც ვდებთ ფულს, რას ვიღებთ შედეგად“, — განაცხადა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში.

კულტურის მინისტრის თქმით, ზოგიერთ ფედერაციაში აუდიტი დაწყებულია და შედეგების შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი