ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 21 სექტემბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის ვაქცინაცია იწყება. უწყების ცნობით, საქართველომ უკვე შეიძინა 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა. აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ვაქცინებს შორის ერთ-ერთია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობითა და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდებათ:
- დიაბეტის მქონე პირები
- დიალიზზე მყოფი პირები
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
- აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები
- ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები
- ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი
- ორსულები
- 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები
- მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები
- ექიმები
- ექიმი-რეზიდენტები
- ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები)
- საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები
- ბებიაქალები
- სტომატოლოგები
- სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები
- სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
- სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან
- ფრინველებთან მომუშავე პერსონალი
- მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები
- მონადირეები
- ვეტერინარები
- ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები
- ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი
- საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები
- სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები
- საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები
- სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
- პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი
- პატიმრობის დაწესებულება
- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
- ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასახელებულ რისკის ჯგუფებს შეუძლიათ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს მიმართონ, მომსახურების მისაღებად კი თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.