ახალი ამბები

ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

20 სექტემბერი, 2022 • 1387
ქუთაისში ბანკზე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა

ქუთაისში, ბანკზე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი შენობიდან გამოუშვა.  ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ადამიანზეა საუბარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

შეიარაღებული პირი ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს, 20 სექტემბერს შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. შსს-ს თქმით, სამართალდამცავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება დაწყებულია “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

ქუთაისში იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი