დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტთან

4 მაისს, ხუთ საათზე, ილიას უნივერსიტეტის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ ამავე უნივესტიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და  სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მიერ მოწყობილ აქციას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ ილიაუნის წინ გუშინდელი შეკრების მონაწილეებმაც დაიწყეს თავმოყრა. თანდათანობით შეკრებილთა შორის დაძაბულობამ იმატა და ცოტა ხანში მძაფრ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. 


დღეს  საღამოს, ხუთ საათზე, ილიას უნივერსიტეტის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ ამავე უნივესტიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და  სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მიერ მოწყობილ აქციას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ ილიაუნის წინ გუშინდელი შეკრების მონაწილეებმაც დაიწყეს თავმოყრა. თანდათანობით შეკრებილთა შორის დაძაბულობამ იმატა და ცოტა ხანში მძაფრ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

 

კაფე „ლიგამუსში“ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობა“ პრეზენტაციით და ილიაუნიში სამლოცველოს გახსნის თაობაზე გიგი თევზაძის პოზიციით აღშფოთებულ მოქალაქეთა რაოდენობამ ძალიან მალე ე.წ. „დანარჩენების“ რიცხვს გადააჭარბა. ძალთა არათანაბარი განაწილების ფონზე აგრესიის ესკალაცია სწრაფად მოხდა. ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს რელიგიური ნიშნით გამოყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებლები არიან, მათგან განსხვავებულად მოაზროვნეთა მისამართით გინება დაიწყეს. ცოტა ხანში ცხადი გახდა, რომ მცირე პოლემიკაც ფიზიკური ანგარიშსწორების სახეს მიიღებდა. ასეც მოხდა: ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს თეოლოგ ბექა მინდიაშვილს, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის იყო და სანამ ათეულობით აგრესიული მოქალაქე საცემად აედევნებოდა, ხელში ტრანსპარანტი ეჭირა წარწერით „არა ფაშიზმს“. ცემეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშიაც, რომელსაც მანამდე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

არა ფაშიზმს - აქცია ილიას უნივერსიტეტის წინ; ნინო ძანძავას ფოტო
არა ფაშიზმს – აქცია ილიას უნივერსიტეტის წინ; ნინო ძანძავას ფოტო

მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა: მომენტალურად ადგილიდან დაძრული ადამიანები შერჩეული მსხვერპლისკენ ერთბაშად მიექანებოდნენ და ცდილობდნენ, უმოწყალოდ დაერტყათ, გასწორებოდნენ მას.

 

ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ საქმის დეტალებს სწავლობს და რეაგირებას მოგვიანებით მოახდენს. აპარატს აქვს ინფორმაცია, რომ მოქალაქეების ცემის ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი. სატელეფონო საუბარში ნინო ერემაშვილი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა დაპირისპირების ორივე მხარიდან მოდიოდა.

 

დღეს საღამოს ნეტგაზეთი გახდა მომსწრე, თუ როგორ უმოწყალოდ უსწორდებოდა ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორეს. როგორ ცდილობდნენ 5 საათზე ილიაუნის წინ მშვიდობიანად შეკრებილი მოქალაქეები წონასწორობა შეენარჩუნებინათ. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მათ ლანძღავდნენ და ცემდნენ, ეს მოქალაქეები დაპირისპირებულ მხარეს  არათუ ფიზიკურ, სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც არ პასუხობდნენ.

 

შეხლა–შემოხლას ესწრებოდა საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, თუმცა დაპირისპირების განმავლობაში მათ არც ერთი დებოშიორი არ დაუკავებიათ. უფრო მეტიც, დაკავებით არავის დამუქრებიან. ნეტგაზეთი, პოლიციის ამგვარი, მსუბუქად რომ ვთქვათ, არალოგიკური საქციელის მიზეზით დაინტერესდა და საპარტულო პოლიციის ერთ–ერთ წარმომადგენელს კითხვით მიმართა. მისთვის უცნობი მედიის სახელწოდებით გაკვირვებული პოლიციელის პასუხი ნეტგაზეთის კითხვაზე ასეთი იყო: „მე ეგეთ გაზეთს არა ვცნობ. წადი რა, მიხედე საქმეს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ“. დაახლოებით ამავე ინფორმაციის შემცველი იყო ყველა სხვა საპატრულო და კრიმინალური პოლიციელის, ასევე უბნის ინსპექტორის პასუხიც.

 

არაკომუნიკაბელური პოლიციის, აქციის მონაწილეთა და მათთან დაპირისპირებულ მოქალაქეთა გარდა ილიაუნისთან სამღვდელო პირებიც შეიკრიბნენ. მათგან ზოგი ამბობდა, რომ დაგვიანებით მოვიდა და ამ მიზეზით კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობდა. ერთ–ერთმა სამღვდელო პირმა უნივერსიტეტთან მოსვლის მიზეზი ასე ახსნა: „მამათმავლებს ვებრძვით, ამათ არ გავახარებთ, ამიტომაც მოვედით“. საკუთარი თავი კი ასე დაასახელა: „სინგაპურის საკრებულო. საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი დირექტორი“.

Photo: Konstantin Stalinsky
Photo: Konstantin Stalinsky

თბილისის წმინდა ნინოს ტაძრის (ჩიტაძის ქუჩა) დეკანოზი დავით ქლიბაძე უფრო სიტყვაუხვი აღმოჩნდა. მისი აღშფოთების მიზეზი ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“ და ილიაუნის რექტორი, გიგი თევზაძე იყო: „მამათმავლის ურთიერთობა აღწერეს. ბოლოს ამბობენ, ღვთისმშობელი აბორტს გაიკეთებდაო. გაგიჟდა ხალხი და მოვიდა აქ. ჭკუა არ უნდა ჰქონდეს რექტორს, ასეთი განცხადებები რომ არ გააკეთოს? ამერიკაში ბილ კლინტონმა ვიღაც ქალთან ურთიერთობა დაამყარა და გადააყენეს. აქ რექტორი ქრისტეს აგინებს. გაგიჟდა ხალხი. ეს ქართველი ხალხის ბუნებრივი რეაქციაა. ნახე რა დღეში ჩაყარეს ხალხი“.

 

მორიგი სამღვდელო პირი, რომელმაც საკუთარი თავის დასახელებაზე უარი თქვა, ამბობდა, რომ სიტუაციის განსამუხტად იყო მოსული.

 

მღვდლების გამოჩენას მათი თანამოაზრეები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანის ცემა უკვე მოესწროთ, სიხარულით ეგებებოდნენ და საპასუხოდაც იგივე კეთილგანწყობას იღებდნენ. რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ადამიანები ორივე მხარზე შუბლის მიდებით ესალმებოდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის თავჯდომარე შოთა აფხაიძე, რომელიც მთელი საღამოს მანძილზე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.

 

მშკ–ს პოზიციას ილიაუნის სტუდენტების ნაწილიც იზიარებდა. თეატრის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა მოწინააღმდეგეთა აქტიური დევნის შემდეგ, სამღვდელო პირების თანდასწრებით საქმისკენ მოუწოდა თანამოაზრეებს: „ხვალიდან გიგი თევზაძის წასვლის შესახებ ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ. ვინც თანახმა ხართ, ერთხმად თქვით კი! ვისაც გვინდა, რომ გიგი თევზაძე წავიდეს, ხელი ავწიოთ“! 

ნინო ძანძავას ფოტო
ნინო ძანძავას ფოტო

ნეტგაზეთის თანდასწრებით ბექა მინდიაშვილისა და სიმონ ჯანაშიას გარდა, ფიზიკური შეურაცხყოფა კიდევ სამ ადამიანს მიაყენეს. სიტყვიერი ლანძღვისას განსაკუთრებით აქტუალური სიტყვა „მამათმავალი“ იყო: „აბა, ხელი აწიეთ ერთი, მამათმავლები ვინ ხართ“?

 

ნინო ძანძავას ფოტო
ნინო ძანძავას ფოტო

ამავე თემაზე:

 

არა ფაშიზმს

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფები მშკ-სგან

რა მოხდა უნივერსიტეტში

ონლაინ დისკუსია- სტუმარი კახაბერ კურტანიძე

რა სიბნელეა… არაფერი ჩანს…

”საიდუმლო სირობა”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა