ახალი ამბები

„ოცნება“ ამბობს, რომ მედიაზე კანონში ცვლილებებს დაჩქარებულად არ განიხილავს

19 სექტემბერი, 2022 •
„ოცნება“ ამბობს, რომ მედიაზე კანონში ცვლილებებს დაჩქარებულად არ განიხილავს

„[კანონპროექტზე] დაჩქარებული წესით მუშაობა დაიწყო, თუმცა [ამჟამად] არ მიმდინარეობს, – დავიწყეთ დაჩქარებული წესით და გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, – აცხადებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

პარლამენტში, კომიტეტებში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში.

ცვლილებების ნაწილი, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის თანახმად, დამატებით რისკებს წარმოშობს. 

კრიტიკოსები მიუთითებდნენ, რომ პროცესის დაჩქარებული წესით ინიცირება და მიღება პრობლემური იქნებოდა და მედიის ცენზურის შესახებ აჩენდა კითხვის ნიშნებს.

მოგვიანებით მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მართლია, პროცესი დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა სტანდარტული წესით გაგრძელდება:

„პირველი მოსმენით განვიხილავთ კანონპროექტს, მუშაობს გააგრძელებს წამყვანი კომიტეტი, განიხილავს 3 მოსმენით“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი