ახალი ამბები

„ოცნება“ ცდილობს, ევროდირექტივის საფარქვეშ დამაზიანებელი ცვლილებები შემოიტანოს – ნაცვლიშვილი

19 სექტემბერი, 2022 • 886
„ოცნება“ ცდილობს, ევროდირექტივის საფარქვეშ დამაზიანებელი ცვლილებები შემოიტანოს – ნაცვლიშვილი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ევროდირექტივის ჯანსაღი პუნქტების ფონზე, მის საფარქვეშ, „ძალიან დამაზიანებელი მუხლები შემოიტანოს“ მედიისა და საზოგადოების წინააღმდეგ.

19 სექტემბერს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება ახალი კანონპროექტის იმ პუნქტებს, რაც მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, მათ შორის- სიძულვილის ენის ახლებურ რეგულირებას, „პასუხის უფლებასა“ და ა.შ..

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ უკმაყოფილოა თავისივე „რეფორმირებული“ სასამართლოთი, რადგან ამბობს, რომ სწრაფად ვერ ხდება საქმეების განხილვა. კარგია, რომ არ მოსწონთ ის სტანდარტი, რაც თავიანთი „რეფორმების“ შედეგად მიიღეს… როგორც ჩანს, ამ სასამართლომაც ვერ ასწია ის „სტანდარტი“, რაც თქვენ გსურთ“, – მიმართა ანა ნაცვლიშვილმა „ოცნების“ დეპუტატებს.

2022 წლის 07 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაარეგისტრირეს კანონპროექტი ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი/საჯარო 13 სექტემბერს გახდა.

ცვლილებების საფუძვლად კანონპროექტის ავტორები ასახელებენ აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას.

კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, ცვლილებების ნაწილი მედიის მდგომარეობას აუარესებს და შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს.

გირჩევთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი