ახალი ამბები

მოსახლეობას ყველაზე მეტად განათლების დაბალი ხარისხი აწუხებს — NDI-ის კვლევა

16 სექტემბერი, 2022 • 4610
მოსახლეობას ყველაზე მეტად განათლების დაბალი ხარისხი აწუხებს — NDI-ის კვლევა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდი პრობლემად განათლების დაბალ ხარისხს, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს და უნივერსიტეტების სიძვირეს ასახელებს.

გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევა განათლების დაბალი ხარისხია, 30%-ს ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები აწუხებს, 23% კი უნივერსიტეტებში სწავლის დაბალ ხარისხს ასახელებს.

კვლევის ავტორების თქმით, თბილისის მოსახლეობას განათლების დაბალი ხარისხი და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია განსაკუთრებით აწუხებს.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი