ახალი ამბები

საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქეს მიიჩნევს – NDI

16 სექტემბერი, 2022 • 873
საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქეს მიიჩნევს – NDI

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მცირდება რწმენა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება და აღარ მიიჩნევს საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად.

მკვლევრებმა გამოკითხულებს ასეთი ფორმულირებით დაუსვეს შეკითხვა: „განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმაზე, თუ საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო. თქვენ რომელს ეთანხმებით“? – და შესთავაზეს პასუხის სამი შესაძლო ვარიანტი.

44%-მა განაცხადა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 29%-მა თქვა, რომ საერთოდ არ იცვლება. მხოლოდ 23%-მა თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. წინა წლებში ამავე კითხვაზე გამოპასუხების მაჩვენებლები ასეთი იყო:

გამოკითხულთა უცვლელი უმრავლესობა,  92%,  მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება.

დემოკრატიულ ქვეყანაში კი ისინი, გამოკითვის თანახმად, გულისხმობენ სიტყვის/მედიის/გამოხატვის თავისუფლებას (40%), თანასწორობას კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვას (38%), ადამიანის უფლებათა დაცვას (33%) და სამუშაო ადგილებს (16%).

თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს.

ამჟამად ასეთი 62%-ია, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, ყველაზე ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე დაბალია (30%) ამ კითხვაზე დადებითი პასუხების მაჩვენებელი.

გამოკითხულთა ყველაზე მეტი ნაწილი, 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ადრე მისაბაძი იყო მეზობელი ქვეყნებისთვის, თუმცა ბოლო წლებში აღარ არის; 25-25%-ს მიაჩნია, რომ ახლაც არის მისაბაძი მაგალითი და არც არასდროს ყოფილა (19%-მა თქვა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის).

ქვეყნის განვითარების ხედვის საკითხი, სავარაუდოდ, უკავშირდება, სხვა საკითხებთან ერთად, ეკონომიკურ მდგომარეობას და საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის აღქმას.

მაგალითად, ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა (45%) ამბობს, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს.

მხოლოდ 20% ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა აქვს, 34%-ისთვის კი ბოლო 5 წელიწადში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

ავტორების თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავდა.საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. კვლევის შერჩევა დეტალურად ასეთია:

მასალების გადაბეჭდვის წესი