ახალი ამბები

„მაშინა ვრემენის“ კონცერტი 7 თვით გადაიდო, გალკინზე თარიღი ჯერ უცნობია – Biletebi.ge

15 სექტემბერი, 2022 • 1171
„მაშინა ვრემენის“ კონცერტი 7 თვით გადაიდო, გალკინზე თარიღი ჯერ უცნობია – Biletebi.ge

პლატფორმა Biletebi.ge-ს განცხადებით, თბილისში რუსული როკ-ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ და კომიკოსის, მაქსიმ გალკინის წარმოდგენები მაინც გაიმართება.

თუმცა Biletebi.ge აღნიშნავს, რომ 24 სექტემბრის ნაცვლად „მაშინა ვრემენის“ კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 7 აპრილს გაიმართება, მაქსიმ გალკინის წარმოდგენის თარიღი კი ჯერ ცნობილი არაა:

თავდაპირველად ორივე კონცერტი სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო, თუმცა Biletebi.ge-მ  განაცხადა რომ მაქსიმ გალკინისა და რუსული როკ-ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ კონცერტი პოლიტიკური მოტივების გამო გაუქმდა.

განცხადებაში კომპანია ვარაუდობს, რომ არტისტების არშემოშვება შესაძლოა, „რუსეთის არგაღიზიანებასაც“ უკავშირებოდეს.

ორივე არტისტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ღიად გამოხატავდა უკრაინის მხარდაჭერას და აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას.

საიტი წერს, რომ დარბაზმა უარი უთხრა კონცერტის 3 ორგანიზატორს – „ფორმალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია“.

ვრცლად წაიკითხეთ: გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტები პოლიტიკური მოტივით გაუქმდა — Biletebi.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი