ფონდი “მოლოდინი” საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის მიზნით ჩამოყალიბდა. მასში გაწევრიანებული არიან იმ მეომართა ოჯახის წევრები, ვინც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ან ვისი ნეშტიც აფხაზეთიდან უკვე გადმოსვენებულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.