ახალი ამბებირეკლამა

რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძება TAF-ი ორ წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

15 სექტემბერი, 2022 • 496
რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძება TAF-ი ორ წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება

ორ წლიანი პაუზის შემდეგ, TAF-ი, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით ბრუნდება და ექსპო ჯორჯიას სივრცეში კიდევ ერთხელ შეკრებს ხელოვანებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და კოლექციონერებს.

22 სექტემბერს 17:00-დან თბილისის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობა ფართო აუდიტორიისთვის გაიხსნება, რომელიც 4 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს სხვადასხვა საინტერესო სანახაობას ჰპირდება.

გამოფენის სამუშაო საათები:

22 სექტემბერი- 17:00-21:00

23-25 სექტემბერი 12:00-20:00

#taf-ის პროგრამა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, ვორქშოპებს, საუბრებს, მასტერკლასებსა და სხვა ტიპის აქტივობებსაც მოიცავს.

ტაფის პარტნიორები არიან: თიბისი კონცეპტი, კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარა ჯგუფი, კაპაროლი, ვაზისუბნის მამულის ღვინო, სასტუმრო მოქსი, ამერიკის საელჩო საქართველოში.

4 დღის განმავლობაში ექსპოჯორჯიაში თქვენ დაგხვდებათ, 30-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა, 40-მდე დამოუკიდებელი ხელოვანი HIVE-ის სივრცეში,

3-4-5-6 პავილიონებსა და ორანჟერეაში ბევრი ისეთი საინტერესო პროექტი, როგორიც არის:

  • ესპანეთის Valid Photo Gallery-სთან თანამშრომლობით, TAF სახელგანთქმული იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს ფართომასშტაბიან გამოფენას გეგმავს. გამოფენის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ავტორის A Box of Ku, Nakazora, Kawa და ახალი, La Vie სერიებიდან 80 ფოტოს დათვალიერება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ფოტოგრაფი იამამოტო, ცნობილია მცირე ზომის, თუმცა შინაარსობრივად დატვირთული ფოტო-პრინტებით.
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტთან თანამშრომლობით, TAF წარმოადგენს უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა გამოფენას. თავისუფალი უნივერსიტეტი დამოუკიდებელი უმაღლესი განათლების ინსტიტუციაა, რომელიც არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაციის, ცოდნის ფონდის მიერაა დაარსებული. ვიზუალური ხელოვნების პროგრამების ბაკალავრები ფართო ცოდნას ფლობენ ხელოვნებასა და დიზაინში, განსაკუთრებით კი ფერწერის, კომუნიკაციებისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. გამოფენის VAADSFREUNI Presents კურატორი სკოლის დეკანი, ირენა პოპიაშვილია.
  • QGallery ბაქოდან  2019 წელს, წელს, გალერეა გამოფენს 6 კარგად დაფუძნებული და ახალბედა ხელოვანების ნამუშევრებს ქანდაკების, ვიდეო არტის, კოლაჟის, ინსტალაციის, ფერწერისა და ნაპოვნი ობიექტების სახით. გამოფენაზე წარმოდგენილი ხელოვანები არიან: რაშად ალაბაროვი, მირალი სეიდოვი, ბუტუნაი ჰაგვარდიევი, ელიარ ალიმიროევი, ელენა ჰაგვარდიევა და კანან ალიევი.
  • პირველი კოლაბორაციისთვის, TAF და ვიდეონალე, წარადგენენ პროგრამას შვიდი საერთაშორისო ხელოვანის მონაწილებით. პროგრამა მიესალმება კრიზისის მიზეზ-შედეგობრიობაზე კრიტიკულ შეფასებასა და წარმოდგენებს – როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. პროგრამა წარადგენს ვიქტორ ბრიმის, ზანი ბეგის & ოლივერ რესლერის, მაჰდი ფაიფელის, სტეფანი ლეგარდის, ჩანგ-ჯინ ლის, მონირა ალ ქადირისა და კონი უოლშის ნამუშევრებს. ვიდეონალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო და timebased ხელოვნების ფესტივალია ევროპაში
  • TAF TALKS არის ადგილი, სადაც ხელოვნების სამყაროს პროფესიონალებს შეეძლებათ შეხვდნენ დამთვალიერებელს, გამართონ დისკუსიები. გარდა ხელოვანებსა და კურატორებს შორის აზრების გაცვლისა და TAFF 2022-ზე გამოფენილი ნამუშევრები განხილვისა, პლატფორმა ასევე მიეძღვნება ომის დროს ხელოვნების კეთების და კურირების სირთულეებსა და გამოწვევებზე საუბარს; მაშინ, როცა ბევრ ხელოვანს საკუთარი სახლის დატოვება და მუშაობა სახლიდან შორს, მათთვის უცხო გარემოში მოუწია. TAF ასევე დროს დაუთმობს დისკუსიას NFT-ს თემაზე და იმ ცვლილებებზე, რომელიც შესაძლოა ამ უკანასკნელმა ხელოვნების სფეროში, გაყიდვების და გავცრცელების მხრივ გამოიწვიოს. ეს თემები განხილულ იქნება ხელოვანების, კურატორებისა და მწერლების მიერ როგორც საქართველოდან, ისე აშშ-დან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, გერმანიიდან, უკრაინიდან და სხვა.

TAF-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: tkt.ge

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი.

მასალების გადაბეჭდვის წესი