ახალი ამბები

აფხაზებთან და ოსებთან ომს არ დავუშვებთ — კობახიძე

15 სექტემბერი, 2022 • 2576
აფხაზებთან და ოსებთან ომს არ დავუშვებთ — კობახიძე

„ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას არ სურს მეორე ფრონტის გახსნა მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.

„ერთი ფაქტორია, რომ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ, მათ შორის, რესურსების კუთხით. რა მოუტანს შესაძლო ომი საქართველოს? კიდევ ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რასაც, ბუნებრივია, საზოგადოებაც ითვალისწინებს… თეორიულად რომ დავუშვათ, ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში, ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ და ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას, ქართველ ხალხს არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგების და იმის გათვალისიწნებთ, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის განხილვისას ღირებულებებიც მნივნელოვანია.

„როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებულები ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსია, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, — დასძინა კობახიძემ.

სარკაზმი და ირონია იყო — კობახიძე პლებისციტზე საკუთარ განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი