ახალი ამბები

რუსეთიდან საქართველოში ომის დაწყებიდან 5 თვეში $2.1 მლრდ გადმოირიცხა

14 სექტემბერი, 2022 • 1070
რუსეთიდან საქართველოში ომის დაწყებიდან 5 თვეში $2.1 მლრდ გადმოირიცხა

ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში რუსეთის  შეჭრის დღიდან 5 თვეში საქართველოდან რუსეთში გადარიცხული თანხის რაოდენობა 500 მლნ დოლარია, ხოლო პირიქით, რუსეთიდან საქართველოში 2.1 მლრდ აშშ დოლარი გამოიგზავნა.

ეს სტატისტიკა მოიცავს როგორც SWIFT სისტემით გადარიცხვებს, ასევე გადარიცხვებს სხვა ელექტრონული სისტემებით.

დაზუსტებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან რუსეთში SWIFT გაიგზავნა 1 367 763 553 ლარია (488 მლნ დოლარი), ხოლო რუსეთიდან საქართველოში გამოიგზავნა 3 747 165 462 ლარი (1.3 მლრდ დოლარი).

თვეების მიხედვითჩაშლილი მონაცემები ასეთია:

ამ მონაცემებში შესულია როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები რუსეთიდან და რუსეთის მიმართულებით (შენიშვნა – დოლარის კურსად პირობითად მიჩნეულია 2.8 ლარი. დაზუსტებული მონაცემები ლარში მოცემულია ცხრილში).

რაც შეეხება 2022 წლის მარტიდან ივლისის ბოლომდე პერიოდს სხვა ელექტრონული სისტემებით გადარიცხვებს – რუსეთიდან გადმოირიციხა 805 907 180 აშშ დოლარი, საქართველოდან რუსეთში კი გადაირიცხა 13 486 620 აშშ დოლარი.

მონაცემები უშუალოდ დოლარშია მოცემული.

ეს სტატისტიკა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეროვნულმა ბანკმა მონაცემები ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვაზე პასუხად გაუგზავნა.ამავე სტატისტიკის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 5 თვეში საქართველოში რუსეთის 40 ათასამდე მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში.

მასალების გადაბეჭდვის წესი