ახალი ამბები

ომიდან 5 თვეში საქართველოში რუსეთის 40 ათასამდე მოქალაქემ გახსნა ანგარიში — სტატისტიკა

14 სექტემბერი, 2022 • 1194
ომიდან 5 თვეში საქართველოში რუსეთის 40 ათასამდე მოქალაქემ გახსნა ანგარიში — სტატისტიკა

ეროვნული ბანკის ახალი სტატისტიკის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 5 თვეში საქართველოში რუსეთის 40 ათასამდე მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში.

დაზუსტებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 38 959-მა მოქალაქემ გახსნა საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში ანგარიში.

თვეების მიხედვით ჩაშლილი მონაცემები ასეთია:

ამასთან, საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების სადეპოზიტო ანგარიშების რაოდენობა, რომლებზეც დადებითი ნაშთი დაფიქსირდა ივლისის ბოლოსათვის, საერთო ჯამში, იყო 342 ათასი.

ამ რაოდენობაში შედის მიმდინარე ანგარიშები, „სხვა დეპოტიზები“ და „ვადიანი დეპოზიტები“ ეროვნულ (ლარი) თუ უცხოურ ვალუტაში. კერძოდ (რაოდენობა მოცემულია ათას ლარებში):

ეს სტატისტიკა ეკუთვნის საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეროვნულმა ბანკმა მონაცემები ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას სადეპუტატო კითხვაზე პასუხად გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი