ახალი ამბები

პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთში არჩევნების ონლაინ ჩატარების კანონს

13 სექტემბერი, 2022 •
პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთში არჩევნების ონლაინ ჩატარების კანონს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა სადავო კანონს, რომლის მიხედვითაც ამიერიდან არჩევნებზე ხმის მიცემა მთელი რუსეთის მასშტაბით ონლაინ სისტემით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საპარლამენტო არჩევნების დამარცხებული კანდიდატების კოალიციამ გასული წლის სექტემბერში ხმის მიცემის ონლაინ სისტემა გააკრიტიკა. ისინი მიიჩნევენ, რომ პუტინის ხელისუფლებამ ამ სისტემის დახმარებით არჩევნები მიიტაცა და, შესაბამისად,  არჩევნების შედეგები სასამართლოშიც გაასაჩივრეს.

ხმის მიცემის ონლაინ სისტემას ამ დრომდე რუსეთის გარკვეულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებზე იყენებდნენ, თუმცა ამიერიდან ის დაინერგება როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეზე ყველა არჩევნებსა თუ რეფერენდუმზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი