ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო შსს-ს მადლობას უხდის – რა მოხდა საელჩოს ტერიტორიაზე?

13 სექტემბერი, 2022 • 1200
აშშ-ის საელჩო შსს-ს მადლობას უხდის – რა მოხდა საელჩოს ტერიტორიაზე?

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიასთან, სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. “მთავარი არხის” ინფორმაციით, შენობის მიმდებარედ გამნაღმველები მუშაობდნენ.

აშშ-ის საელჩო აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის უსაფრთხოების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის:

“აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითზე რეაგირების კუთხით”, – ნათქვამია საელჩოს მიერ მედიისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

დამატებით დეტალებზე, თუ რა იგულისხმება “უსაფრთხოების საკითზე რეაგირებაში”, საელჩოში განმარტებას არ აკეთებენ.

“ნეტგაზეთი” ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებასაც, თუმცა უწყების პრესსამსახურში ჩვენს შეკითხვას არ პასუხობენ.

ფოტო © მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი