უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ხარკოვის ოლქში, სოფელ ზალიზიჩნოეში ნაწამები მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
უწყება ტელეგრამზე წერს, რომ მას შემდეგ, რაც სოფელი რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს, სამართალდამცველებს სოფლის მცხოვრებლებმა მიმართეს. მათ ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ თანასოფლელები რუსმა სამხედროებმა მოკლეს.
„11 სექტემბერს სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ოთხი ცხედარი, რომლებსაც წამების კვალი აღენიშნებოდათ. მათგან სამი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს დამახრეს, ერთი კი, ასფალტის ქარხნის მიმდებარედ“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ამასთანავე, დაწყებულია გამოძიება ომის დანაშაულის ჩადენისა და მკვლელობის მუხლებით.
