ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია.
სერია A აგვისტოს საუკეთესო მოთამაშეს ონლაინ გამოკითხვით ავლენდა, რომელშიც კვარაცხელიამ გაიმარჯვა.
ჯამში, ინტერნეტის მომხმარებლებს 5 ფეხბურთელს შორის უწევდათ არჩევანის გაკეთება. მათ შორის:
- პაულო დიბალა — არგენტინელი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ საფეხბურთო კლუბში “რომა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში;
- ტეუნ კუპმაინერსი — ნიდერლანდელი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “ატალანტა” და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში;
- ხვიჩა კვარაცხელია — ქართველი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “ნაპოლი” და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში;
- ლაუტარო მარტინესი — არგენტინელი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “ინტერი მილანი” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში;
- დუშან ვლაჰოვიჩი — სერბი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “იუვენტუსი” და სერბეთის ეროვნულ ნაკრებში.
