ახალი ამბები

მემფისში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული თავდასხმას ფეისბუკ ლაივში გადასცემდა — მედია

8 სექტემბერი, 2022 • 707
მემფისში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული თავდასხმას ფეისბუკ ლაივში გადასცემდა — მედია

აშშ-ის ქალაქ მემფისში დააკავეს 19 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანის მკვლელობა და რამდენიმეს დაჭრა ედება. როგორც FOX News წერს, ბრალდებული თავდასხმას „ფეისბუკით“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

პოლიციის განცხადებით, ბრალდებული მას შემდეგ დააკავეს, რაც ის მოპარული მანქანით ავარიაში მოყვა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბრალდებული წარსულსიც იყო ნასამართლევი.

მემფისის მერის განცხადებით, მას ბრალად პირველი ხარისხის მკვლელობის მცდელობა ედებოდა, თუმცა სასამართლომ ბრალი შედარებით მსუბუქი მუხლით გადაუკვალიფიცირა და 2021 წლის აპრილში სამი წლით პატიმრობა მიესაჯა. მიუხედავად ამისა, მერის თქმით, ბრალდებულმა ციხეში მხოლოდ 11 თვე გაატარა და ის 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს.

Fox News აცხადებს, რომ თავდასხმა, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრალდებულმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ 6 თვეში ჩაიდინა. მომხდარის შემდეგ მემფისის მერმა გააკრიტიკა ეზეკიელ კელის ვადამდე გადათავისუფლების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ თუ კელი სრულ სასჯელს მოიხდიდა, აღნიშნული ტრაგედია არ დატრიალდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი