ახალი ამბები

პოლიცია 12 წლის ბავშვის გატაცებაში ბრადებულს ეძებს – რადიო „მოზაიკა“

8 სექტემბერი, 2022 • 828
პოლიცია 12 წლის ბავშვის გატაცებაში ბრადებულს ეძებს – რადიო „მოზაიკა“

საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 12 წლის გოგოს გატაცებაში ბრალდებულს ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვის გატაცებაში 60 წელს გადაცილებულ კაცს ადანაშაულებენ, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

რადიო „მოზაიკა“ ბავშვის მეზობლებზე დაწყრდნობით წერს, რომ კაცი გაქცეულია, გოგოს კი ოჯახის ერთი დღის განმავლობაში ეძებდა:

“ორივე ჩვენი მეზობელია, ბავშვი 12 წლისაა, კაცი ტაქსის მძღოლია და 60 წელს არის გადაცილებული. ყველანი შოკში ვართ. გაქციეულია ეხლა ეს კაცი და ეძებს პოლიცია. ჩვენ დეტალები არ ვიცით, ზოგი ამბობს გააუპატიურაო, ზოგი კი, მცდელობა იყოვო. ფაქტია დანაშაულს აქვს ადგილი. დიდი ხმაური იყო, გოგოს ეძებდნენ და გამთენიისას მოვიდა. როგორც ჩანს, ბავშვმა უამბო მშობელს რაც მოხდა”, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი რადიო „მოზაიკასთან“.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137 მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი