იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ვეტერანმა თავდამსხმელმა ალესანდრო დელ პიერომ ლა გაძეტა დელო სპორტთან ნაპოლის შესახებ ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ, სადაც ნეაპოლელები ლივერპულს დაუპირისპირდებიან.
დელ პიეროს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიდან წავიდნენ კაილდუ კულიბალი, დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე, გუნდი არ დასუსტებულა.
“ნაპოლი დასუსტდა? მე მართლა მჯერა, რომ პირიქით, გაძლიერდა. ძალიან ვაფასებ ლუჩიანო სპალეტის მუშაობას, რომელიც გუნდის აღდგენას კონსტრუქციული ხედვით მიუდგა: დიდებული გუნდური სული. უფრთხილდით კვარაცხელიას, არაპროგნოზირებადსა და ნიჭიერს. ის თითქოს ევროპაში სათამაშოდაა დაბადებული”, – თქვა დელ პიერომ.
დელ პიერომ ასევე შეაქო კრისტიანო ჯიუნტოლი, ნაპოლის სპორტული დირექტორი, რომელმაც მოახერხა, რომ ლიდერების წასვლის შემდეგ გუნდში სათანადო შემცვლელები მიიყვანა კვარაცხელიას, კიმ მინჯაეს, ჯაკომო რასპადორის, ტანგუი ნდომბელეს და ჯოვანი სიმეონეს სახით.
