ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის თანახმად რუსეთი მილიონობით საარტილერიო ჭურვს ყიდულობს ჩრდილოეთ კორეისგან. ამის შესახებ ცნობას NYTimes ავრცელებს.

ამასთან, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის ჭურვების მიყიდვას მომავალშიც გააგრძელებს.

ამერიკული მხარის მიხედვით, ეს ადასტურებს, რომ რუსეთი სანქციებისა გამო ამუნიციის ნაკლებობას განიცდის.

ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანისგან იყიდა სამხედრო დორნები, თუმცა ამერიკული დაზვერვის მიხედვით, ოკუპანტები ამ შეიარაღებას სათანადოდ ვერ იყენებენ ხარვეზების გამო.