ახალი ამბები

ჩავიცვი რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული – კობახიძე

5 სექტემბერი, 2022 • 2209
ჩავიცვი რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კალათბურთის მატჩზე ფეხბურთის მაისურით მისვლის მიზეზს განმარტავს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის შესახებ კობახიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში დღეს, 5 სექტემბერს ისაუბრა.

კობახიძის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც ის გააკრიტიკა, სპორტი არ ესმით:

“აქედან ჩანს, რომ ამ ადამიანებს სპორტიც არ ესმით და არც მიუდევნებიათ არცერთი სპორტული შეჯიბრებისთვის თვალი. ჩვეულებრივი მოვლენაა, კალათბურთზე ადამიანებმა შიგნით მეორე მაისური უნდა ჩაიცვა რაღაცა და ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან და ხშირი მოვლენაა – ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრები კალათბურთის მატჩებზე, წყალბურთზეც იგივე ხდება და ჰოკეიზეც ვერ ივლი, ჰოკეის მაისურით, ხომ?! ხშირად ხდება ხოლმე, რომ სპორტის სხვა სახეობის მაისურით მიდიხარ.

ელემენტარული, რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული იყო სწორედ ეს მაისური, ხვიჩა კვარაცხელიას ნომრით დამშვენებული და ავიღე და ჩავიცვი. ეს რომ ხდება პოლიტიკური ინსინუაციების საგანი, მართლა სადამდე არიან დასულები, აქედან ჩანს”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი