ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგაზრდების აქცია სოხუმში რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგ

5 სექტემბერი, 2022 • 1870
ახალგაზრდების აქცია სოხუმში რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემის წინააღმდეგ

სოხუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა ბიჭვინთის გასხვისების წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გამართა.

აქციის ამსახველ ფოტომასალას აფხაზი ჟურნლისტი ელეონორა გილოიანი ტელეგრამის გვერდზე აქვეყნებს.

წარწერა "დღეს ბიჭვინთა, და ხვალ?"- აქცია ბიჭვინთის აგარაკების და ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგ; ფოტო: ელეონორა გილოიანი; 2022, 5 სექტემბერი

წარწერა “დღეს ბიჭვინთა, და ხვალ?”- აქცია ბიჭვინთის აგარაკების და ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგ; ფოტო: ელეონორა გილოიანი; 2022, 5 სექტემბერი

წარწერა "მეგობრობისთვის მიწას არ გასცემენ" - აქცია ბიჭვინთის აგარაკების და ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგ; ფოტო: ელეონორა გილოიანი; 2022, 5 სექტემბერი

წარწერა “მეგობრობისთვის მიწას არ გასცემენ” – აქცია ბიჭვინთის აგარაკების და ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგ; ფოტო: ელეონორა გილოიანი; 2022, 5 სექტემბერი


ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თაობა ბიჭვინთაში სწორედ რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს. სწორედ ამიტომ, აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგია. ბიჭვინთის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთახმების შესახებ კანონის რატიფიცირებაა საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი