ახალი ამბები

სერია A აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელს ინტერნეტში გამოკითხვით ავლენს

5 სექტემბერი, 2022 • 1213
სერია A აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელს ინტერნეტში გამოკითხვით ავლენს

პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა იტალიური კლუბებისთვის, სერია A, აგვისტოს საუკეთესო მოთამაშეს ონლაინ გამოკითხვით გამოავლენს.

ხმის მიცემა უკვე დაწყებულია, კონკურსში მონაწილე ფეხბურთელიდან ერთ-ერთი კი “ნაპოლის” მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა.

ჯამში, ინტერნეტის მომხმარებლებს 5 ფეხბურთელს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მათ შორის:

  • პაულო დიბალა — არგენტინელი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ საფეხბურთო კლუბში “რომა” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში;
  • ტეუნ კუპმაინერსი — ნიდერლანდელი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “ატალანტა” და ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში;
  • ხვიჩა კვარაცხელია — ქართველი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “ნაპოლი” და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში;
  • ლაუტარო მარტინესი — არგენტინელი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “ინტერი მილანი” და არგენტინის ეროვნულ ნაკრებში;
  • დუშან ვლახოვიჩი — სერბი პროფესიონალი ფეხბურთელი, თამაშობს იტალიურ კლუბში “იუვენტუსი” და სერბეთის ეროვნულ ნაკრებში.

ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი