ახალი ამბები

ემიგრანტების გახარება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა — კვარაცხელია

4 სექტემბერი, 2022 •
ემიგრანტების გახარება ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა — კვარაცხელია

ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემიგრანტებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ აბედნიერებს მათი გახარება. “ნაპოლის” ფეხბურთელი წერს:

“ასეთი პოსტების წერა არ მჩვევია, თუმცა ყოველდღიურად მომდის უამრავი წერილი, ვკითხულობ ძალიან ბევრ კომენტარს და გამოხმაურებას.

ჩემი ეს პოსტი ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს, ადამიანებს, რომლებიც ჩემთვის გმირები არიან, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს, სახლს, ოჯახს, ათასობის კილომეტრით დაშორებულები, უამრავი სირთულის, ხშირ შემთხვევაში უსამართლობის და დაბრკოლებების წინაშე, დღემდე პატიოსნად შრომობენ და საკუთარი ოჯახების, ოჯახის წევრების და შვილების ნათელი, კარგი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს.

ამ ადამიანების გახარება, მათი ბედნიერი და ამაყი თვალების ხილვა, ჩემთვის უდიდესი მოტივაცია და ბედნიერებაა !

მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, იმისთვის რასაც აკეთებთ, მინდა რომ ძალიან მალე ყველა საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს და ბედნიერი ცხოვრობდეს სამშობლოში”.

გირჩევთ, წაიკითხოთ “ნეტგაზეთის”  სტატიაზე იმაზე, თუ როგორ შეცვალა იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობამ ქართველი ემიგრანტების ცხოვრება:

როგორ შეცვალა ხვიჩამ ქართველი ემიგრანტების ცხოვრება ნეაპოლში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი